ბიზნესი
16/12/2022

"სიდრის კლუბი ბაზალეთზე" სიახლეა - ცხელი სიდრი სუსხიან დღეების დასათბობად

ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით, ბაზალეთის ტბის პირას მდებარე სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ახალ პროდუქტს ცხელს სიდრს გთავაზობთ. გემრიელი, თბილი სასმელი გაგათბობთ ზამთრის სუსხიან ამინდში, ხოლო მისი არომატი განსაკუთრებულ მყუდროებას შეგიქმნით სივრცეში სტუმრობისას.   

როგორც  „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ გვეუბნებიან თუ არსებობს სამყაროში სასმელი, რომელიც ყველაზე ძალიან უხდება სიცივეს, ეს ცხელი ვაშლის სიდრია, რომელიც

თავისი ჯადოსნური არომატით სადღესასწაული განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ. პროდუქტის დაგემოვნება ადგილზე უკვე შესაძლებელია, პარალელურად კი, სიდრის კლუბის ბაზალეთზე  მოსულ სტუმრებს გოგი გუნია ფოლკლორისა და ელექტრონული ჟღერადობის ჰარმონიულ სინთეზს შესთავაზებს.

„სიდრი ვაშლის ფერმენტაციის შედეგად მიღებული სასმელია, რომელიც  ქართული ბაზრისთვის გამოწვევაა, რადგან ადგილობრივი მომხმარებლისთვის პროდუქტი ახალია და ნაკლებად ცნობადი. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუმრის ადგილზე ვიზიტი, რათა ვაჩვენოთ სასმლის წარმოების პროცესი, საცავი და ავუხსნათ ტექნოლოგია, თუ როგორ ვიღებთ საბოლოო პროდუქტს. დაგემოვნებისთანავე მომხმარებელს ეცნობა ამა თუ იმ ხილის  არომატი, გემო... პროდუქტის პოპულარობაც ნელ-ნელა იზრდება, რადგან კმაყოფილი მომხმარებელი განმეორებით ხშირად გვსტუმრობს. ზამთრის დადგომასთან ერთად, გადავწვიტეთ კიდევ ერთი სიახლე შეგვეთავაზებინა სტუმრებისთვის, ამჯერად სუსხიან დღეებში გასათბობად მომხმარებელს ცხელ სიდრისაც ვთავაზობთ, რომელიც გამოირჩევა თავისი არომატით და გემობრივი თვისებებით. ვფიქრობთ, რომ სტუმრები კმაყოფილები დარჩებიან სიახლით“- აღნიშნავს   „სიდრის კლუბი ბაზალეთის“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.

“სიდრის კლუბი ბაზალეთზე”  მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია,  ნულოვანი ემისიის საწამოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და  იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი  ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.