ბიზნესი
22/07/2022

შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ყველი აშშ-ში იყიდება

დმანისში შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით წარმოებული ყველი აშშ-ში აქტიურად იყიდება. 5 სახეობის შვეიცარული რეცეპტით დამზადებული ყველის პირველი პარტია აშშ-ში მარტში გავიდა, მეორე - დაახლოებით 1 თვის წინ.

პროექტს ახორციელებს შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია“, რომლის დამფუძნებელი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილია. პროექტს ბიზნესმენი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სკოლის დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, ჯამში აშშ-ში 1 ტონა ყველის ექსპორტი განხორციელდა და  პროდუქტი აშშ-ის  მარკეტებში უკვე იყიდება. 

„ამ ბაზართან თანამშრომლობას ვაგრძელებთ, სტაბილური ბაზარია. საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურა.  ექსპორტის კუთხით ვმუშაობთ სხვა ქვეყნების ბაზრებთანაც, თუმცა, ამ დროისთვის რაიმე კონკრეტულის თქმა რთულია,“-აცხადებს მახარაძე.

მისივე განცხადებით, დმანისში წარმობული ყველი ადგილობრივ ბაზარზეც, კერძოდ, “ბლაუენშტაინ საქართველოს“ მაღაზიათა ქსელში იყიდება.

„ბლაუენშტაინ საქართველოს“ ქსელში 100 გრამი მთის დავარგებული ყველის, მუჩლის, რაკლეტის და კამამბერის ფასი 12 ლარია, 100 გრამი კრემყველის ღირებულება კი 6 ლარი. მახარაძის განცხადებით, ყველი „კავკასიის“ ბრენდით იყიდება.

შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში  შვეიცარიული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023