შუხმან ვაინს ჯორჯია: საქართველო საიმიჯო ბაზრად გვაქვს მოაზრებული
„შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ქვეყანაში ღვინის ექსპორტის 13%-იან ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. მათ შორისაა, აქტიური ბიზნეს საწარმოო პროცესი და ბაზრების დივერსიფიკაციის სწორი პოლიტიკა, რომელიც ღვინის სექტორის მხრიდან და მათ შორის, კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიამ“ დაისახა.
პანდემიის და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, როგორც 2020-2021 წლებში, სექტორს დადებითი დინამიკა და ექსპორტი აქვს. გასულ წელს, როდესაც ყველასთვის პანდემია ახალი გამოწვევა იყო, არ იყო შეზღუდული ღვინის წარმოება, შემდგომ უკვე სეზონური სამუშაოები, როგორიცაა მევენახეობა.
აბრამიშვილი აცხადებს, რომ პროცესებმა, მათ შორის იმან, რომ მეწარმეები შეუფერხებლად მუშაობდნენ, კოპანიებმა, მათ შორის „შუხმან ვაინს ჯორმიამ“ შეინარჩუნა დანარჩენ მსოფლიოსთან კონტაქტი, რაც ექსპორტის შენარჩუნების წინაპირობა გახდა.
„ღვინის გადატვირთვები შეგვმცირდა, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ წლის ჭრილში ამას დავაბალანსებთ. კომპანიის მიზანია დავაბალანსოთ ის ნაკლებობა, რაც 2020 წელს მივიღეთ.
ამ ეტაპისთვის ჩინეთის ბაზარი არის აბსოლუტურად გაჯანსაღებული, მოთხოვნაც არის. პოსტ საბჭოთა ქვეყნებთან კი რთული სიტუაციაა,“ - აცხადებს აბრამიშვილი.
მეორე მიზეზი, რის გამოც ექსპორტი გაიზარდა, სიტუაცია დასტაბილურდა და დარგი არ ჩავარდა, მაშინ, როდესაც რიგ სექტორებში ძალიან დიდი ჩავარდნა იყო, მათ შორის ტურიზმში, გასტრონომიულ სფეროში, არის ბაზრების დივერსიფიკაციის სწორი პოლიტიკა, რომელიც დაისახა ღვინის სექტორის მხრიდან და მათ შორის, კომპანია „’შუხმან ვაინს ჯორჯიამ“.
„როდესაც ჩვენ სექტორარულ ჩავარდნაზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ ადგილობრივად არ შემოიფარგლება. ეს არის მსოფლიო გლობალური ტურიზმის და გასტრონომიული მიმართულების ჩავარდნა, რომელიც პირდაპირპროპორციულია ტურისტების მიღებაზე. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურად ტურიზმის ჩავარდნის პარარელურად, საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს ადგილობრივი ტურიზმის გამოცოცხლებით. ის თანხები, რომელიც ყოველწლიურად გაედინებოდა საქართველოს მოქალქეეების მხრიდან, როდესაც ისინი მიდიოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში დასასვენებლად, მათ შორის თურქეთის სანაპირობეზე, ამ თანხების აკუმულირება 2020-2021 წლებში საქართველოში მოხდა. ანუ, ქართველებმა დაიწყეს ადგილობრივი კურორტებით და სასტუმროებით სარგებლობა, რაც კარგი ტენდენცია და ჩემი აზრით, ეს შენარჩუნდება,“ - აცხადებს აბრამიშვილი.
მისი თქმით, სამომავლოდ, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება, ქვეყანა ადგილობრივი ტურისტების 50%-ს საქართველოში არსებულ კურორტებზე დაიტოვებს. აბრამიშვილის შეფასებით, ამას თუ დაემატება შემომავალი უცხოელი ტურისტები, საბოლოო ჯამში, ქვეყანა საკმაოდ კარგ ბალანსს მიიღებს.
რაც შეეხება ბაზრების დივერსიფიცირებას, აბრამიშვილი აცხადებს, რომ „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ მიზანია რაც შეიძლება ბევრ ბაზარზე იყოს წარმოდგენილი, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სხვადასხვა რისკი. შესაბამისად, დივერსიფიკაციის პოლიტიკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი დადებითი სიკეთე.
„შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის განცხადებით, სწორედ ამის შედეგად სექტორმა მოახერხა მწარმოებლურობის შენარჩუნება. მისი ინფორმაციით, ქვეყანამ დივერსიფიკაციის პოლიტიკა უნდა გააგრძელოს და პოსტპანდემიურ პერიოდში მარკეტინგული პროექტები უნდა გადაისინჯოს.
„სექტორში 2020-2021 წლებში არანაირ მარკეტინგულ ღონისძიებებს არ ჰქონია ადგილი. იყო მხოლოდ ინდივიდუალურად, ონლაინ რეჟიმებზე გადასვლის მცდელობა, თუმცა, ონლაინ მიდგომები ღვინის წარმოებაში არ მუშაობს, რადგან ღვინო არის ცოცხალი პროდუქტი, რომელიც გაჯერებულია ძალიან დიდი ისტორიით. თითოეული ღვინის ბოთლის უკან დგას ძალიან დიდი შრომა, ადამიანური რესურსი და ისტორიული „ბეგრაუნდი“ რომელიც 8 000 წელს ითვლის,“ - ცხადებს აბრამიშვილი.
მისი განმარტებით, „შუხმანს ვაინს ჯორჯია“ წელიწადში 1.5 მლნ ბოთლს აწარმოებს, რომლის 98% გადის 25-ზე მეტ ქვეყნის ბაზარზე, დანარჩენი 2% კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
„საქართველო საიმიჯო ბაზრად გვაქვს მოაზრებული. ჩვენს შემთხვევაში საექსპორტო პოლიტიკა არ შეცვლილა, ერთ მთლიან პაკეტში ვაკეთებთ შეთავაზებას, ეს არის ღვინის წარმოება, ტურიზმი, ქართული გასტრონომია და სხვადასხვა საინტერესო პროექტი, რომელსაც ახლა ვამზადებთ. მნიშვნელოვანია, რომ „შუხმანი ჯგუფს" საკუთრებაში აქვს 120 ჰექტარი ვენახიც. ეს ყველაფერი კი ქმნის მარკეტინგულ მიმართულებას და უპირატესობას“, - აცხადებს აბრამიშვილი.
შეგახსენებთ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა. მაჩვენებელი გაზრდილია როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სულ 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ქართულო ღვინო გავიდა ექსპპრტზე
ღვინის ექსპორტიდან ქვეყანამ 104 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 7%-ით მეტი ვიდრე 2020 წლის 6 თვეში.