ბიზნესი
14/09/2022

"შუხმან ჯგუფის" ტურისტულ ობიექტებზე მაღალი მოთხოვნაა

„შუხმან ჯგუფს“ 2019 წელთან შედარებით, ტურიზმის მიმართულებაზე 50%-იანი ზრდა აქვს.

როგორც „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი  ნუცა აბრამიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  განმარტავს, ეს ნიშნავს ტურიზმის გაჯანსაღების აქტიურად მიმდინარეობას და ტურიზმის მიმართულებაში მოთხოვნამ მოლოდინებს გადააჭარბა.

მისივე ინფორმაციით, შეინიშნება ახალი ტენდენცია, რომ ქართველებმა დაიწყეს საქართველოს კურორტების შეყვარება, გაცნობა და დათვალიერება.

„შუხმან ჯგუფის“ გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ  ადგილობრივ დამსვენებელს უცხოელი ტურისტებიც დაემატება, რაც სხვა პროექტების განვითარების და ახალ-ახალი ობიექტების შექმნის წინაპირობა გახდება.

ცნობისთვის, Schuchmann Wines Chateau არის დიდი კომპლექსი სოფელ კისისხევში, სადაც გაერთიანებულია, ქართული სამზარეულო, მარანი, სადეგუსტაცია სივრცე, აუზი და SPA მომსახურება.

რაც შეეხება ტურიზმს, მის გააქტიურებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 1,6 მლრდ აშშ დოლარს, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023