ბიზნესი
14/07/2021

"შუხმან ჯგუფი" დასავლეთ საქართველოში ტურისტულ კომპლექსს გახსნის

„შუხმან ჯგუფი“ საქართველოში შატოს ტიპის ტურისტულ კომპლექსს დასავლეთ საქართველოში  გახსნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს კონცეფციაზე მუშაობა, კონკრეტულად კი, პროექტირების ეტაპი.

მისი ინფორმაციით, ახალი ტურისტული კომპლექსი განსხვავებული იქნება კახეთში არსებული კონცეფციისგან რამდენადაც ყველა რეგიონს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურა აქვს. შესაბამისად, თუ კომპანია კახეთში ორიენტირებულია ისეთ  ავთენტურ სამშენებლო მასალებზე, როგორებიცაა ქართული აგური, კრამიტი და კირით მოპირკეთება, დასავლეთის შემთხვევაში აქცენტი იქაურ არიქტექტურასა და სტილზე გაკეთდება.

„შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტირი ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

მისივე განცხადებით, „შუხმან ჯგუფმა“ 2020 წელს კახეთში, შუხმანის ღვინის სოფელიც გააშენა, რომელმაც პანდემიის განმავლობაში საკმაოდ კარგად იმუშავა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022