შრომის უსაფრთხოება - ახლადშექმნილი ბაზარი და რეგულაციები
ფაქტობრივად ყველა ადამიანისთვის, არამარტო კომპანიისთვის ან სახელმწიფოსთვის არამედ თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი თემაა, რომლის გარეშეც ჩვენი ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია.
გვესაუბრება შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „რედლაინერის“ აკადემიური დირექტორი რევაზ მანჯგალაძე
- რა არის უსაფრთხო სამუშაო გარემო?
- უსაფრთხო სამუშაო გარემო უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ დაზიანებების ან დაავადების გავრცელების პრევენციას, ის არის თანამშრომელთა კეთილდღეობის პრიორიტეტი. უსაფრთხო სამუშაო ადგილი არის ადგილი, სადაც თანამშრომლები თავს დაცულად გრძნობენ და სიამოვნებას იღებენ უსაფრთხო სივრცეში მუშაოებით, კომპანიის ღირებულებებით და პოზიტიური თანამშრომლობითი გარემოთი, რომელიც ხელს უწყობს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის ჯანსაღი ურთიერთობის და პატივისცემის ჩამოყალიბებას.
- როგორ დავიწყოთ შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესება?
- შრომის უსაფრთხოება კომპლექსური თემაა, რომელიც მოიცავს დამსაქმებლის და დასაქმებულების თანაბარ მონაწილეობას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში. მნიშვნელოვანია როგორც იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც დაკისრებული აქვს დამსაქმებელს შრომის კანონმდებლობის მიერ, ასევე მისი ნება, რომ სისტემურად გამართული ჰქონდეს შრომის უსაფრთხოება სამუშაო ადგილას. შესაბამისად შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესება უნდა დავიწყოთ სამუშაო სივრცის უსაფრთხოდ მოწყობით და დასაქმებულთა სწავლებით, ანუ მათი ცნობიერების ამაღლებით, რომ მათ გაიაზრონ რომ უსაფრთხო სამუშაო გარემოს ვქმნით ერთად.
- რა მომსახურებას სთავაზობს კომპანია „რედლაინერი“ დამკვეთს?
- ჩვენი კომპანია დამკვეთს შრომის უსაფრთხოების სრულ მომსახურებას სთავაზობს. შესაბამისი გამოცდილების მქონე სპეციალისტის მომაგრებიდან დაწყებული, სრულ იურიდიულ კონსულტაციას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით
ასევე რისკების შეფასებას, დოკუმენტაციის შემუშავებას და მის მუდმივ განახლებას კანონმდებლობის მოთხოვნის მიხედვით.
დოკუმენტაციის მომზადება, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და შრომის უსაფრთხოების გეგმა. ჩვენ მიერ აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებისთვის ხარჯთეფექტური გზების
მოძიება და რეკომენდაციების შესრულების კონტროლი;
➢ დასაქმებულთათვის გენერალური ინსტრუქტაჟის ჩატარებას
➢ ტრენინგები მენეჯერებისა და პასუხისმგებელი პირებისთვის;
➢ პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად,
წელიწადში 2-ჯერ (თეორიული სწავლება, საევაკუაციო კომისიის შექნმა,
პრაქტიკული სწავლება);
➢ რეკომენდაციები სახანძრო სისტემის გამართულად მუშაობისთვისა და ელექტრო
უსაფრთხოებისთვის;
➢ ინციდენტების მოკვლევისა და რეპორტინგის სისტემის დანერგვას და სხვა.
- რა უპირატესობები აქვს კომპანია „რედლაინერს“ ?
- კომპანიის უმთავრესი უპირატესობაა ოპერატიულად და პასუხისმგებლიანად შეასრულოს დამკვეთის დავალება, იყოს ლოიალური, სტაბილური და კლიენტზე ორიენტირებული.
ჩვენი კომპეტენტური პროფესიონალები საკითხის სწორ და სწრაფ გადაწყვეტას სთავაზობენ მომხმარებლებს, ამას მოწმობს 3 წლიანი არსებობის მანძილზე 500-ზე მეტი ობიექტი.
- როგორია საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონე ?
- შრომის უსაფრთხოება არ არის უცხო საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის, ზოგადი წარმოდგენა აქვს ყველას, თუ რა მოიაზრება ამ ორ სიტყვაში. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ წლების განმავლობაში ამ სფეროს არ ჰყავდა მაკონტროლებელი ორგანო, ან არ მიმდინარეობდა ეფექტური კონტროლი, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია თუ რა ვალდებულებები აქვს კომპანიებს დასაქმებულთა უსაფრთხოების მიმართულებით. შრომის ინსპექციის სამსახურის გააქტიურებამ ზოგადი ინფორმირებულობის დონე უდაოდ აამაღლა, რადგან მათი საქმიანობა უკვე ეხება უფრო და უფრო მეტ დასაქმებულს, რომელთა უკანაც დგანან ოჯახები. თუმცა მათ არ იციან ის, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაბალი და საშუალო რისკის სექტორებშიც უმნიშვნელოვანესია, მაგალითად, ოფისები, ბანკები, მაღაზიები. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების წევრებმა ვიცოდეთ, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები ირღვევა ყველა სფეროში და მიუხედავად იმისა, რომ ლეტალობის მაჩვენებელი ნულის ტოლია, ამ სექტორებში ინციდენტების რიცხვი საკმაოდ მაღალია და ეს ინციდენტები მოკვლევას საჭიროებს, რათა მომავალში აღარ განმეორდეს. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სამუშაო ადგილებზე ლოკალური ტრავმების გარდა, არსებობს პროფესიული ტრავმები ან/და დაავადებები, რომელიც არანაკლებ საყურადღებოა და რომელიც ასევე დაბალი რისკის მქონდე ობიექტებზეც არსებობს, მაგალითად, არქივის თანამშრომელთა პროფესიული დაავადება, რომელიც ქაღალდის მტვრისგან არის გამოწვეული და ა. შ.
- როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები შრომის უსაფრთხოების მიმართულებით? რა უნდა ვიცოდეთ?
- დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და არაერთი საერთაშორისო აქტით. შრომის უფლება თავის თავში მოიაზრებს დასაქმებულთა უფლებას, უზრუნველყოფილნი იყვნენ მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი.
ეს იქნება უსაფრთხო შრომითი ნორმების დარღვევა, დისკრიმინაცია, შევიწროება, შრომის ნორმების დარღვევა, შრომითი ხელშეკრულების დარღვევა, სამუშაო საათებისა თუ ა.შ. ანუ ყველაფერი ის, რასაც ითვალისწინებს შრომის კოდექსი და საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ამ ყველაფრის გამო დასაქმებულს შეუძლია, რომ მიმართოს შრომის ინსპექციის სამსახურს, აქვე აღსანიშნავია რომ დღეის მდგომარეობით შრომის ინსპექციის სამსახური დღითიდღე იზრდება და ვითარდება. დასაქმებულების საყურადღებოდ მინდა გავაჟღერო რომ, შრომის ინსპექციის სამსახურის გააჩნია შესაბამისი მანდატი და კომპეტენცია მათთვის დაკისრებული ვალდებულების აღსრულებისათვის. ხოლო დამსაქმებლებს მინდა მივმართო რომ შრომის ინსპექციის სამსახური არ არის სადამსჯელო სუბიექტი, ეს მოსაზრება იმიტაც შეგვიძლია დავადასტუროთ რომ პირველადი ინ სპექტირება არ მოიცავს ფულად სანქციას და მოიცავს გაფრთხილებას, ასევე შრომის ინსპექციის სამსახურს მჭოდრო კომუნიკაცია გააჩნია დამსაქმებელთა ასოციაციასთან.
- როგორ შევაფასებდით შრომის უსაფრთხოებას კომპანიებში?
- ალბათ შრომის უსაფრთხოების შეფასებისას კომპანიებში საჭიროა დავიხმაროთ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინა წლის ანგარიში, სადაც ნათლად ჩანს, რომ შემოწმებული კომპანიების რიცხვი წლიდან წლამდე უფრო და უფრო იზრდება და პირველივე მითითებების გათვალისწინებაც ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებასთან ერთად შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის პრაქტიკები იზრდება კომპანიებში, თუმცა გამოწვევად მაინც რჩება მშენებლობები, სამთო მოპოვებითი საქმიანობები და მძიმე მრეწველობა, სადაც მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ზედამხედველობა მიმდინარეობს, უბედური შემთხვევების და შეუსაბამობების/დარღვევების რიცხვი მაინც მაღალია.
- რომელ სფეროშია ყველაზე მეტი დარღვევები?
- არაარსებითი შეუსაბამობა გამოწორებადია სამუშაო პროცესის შეჩერების გარეშე და რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის რომელიც მრავლად გვაქვს ყველა სექტორში.
არსებითი შეუსაბამობა შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია, და რომელიც მოცემულ მომენტში საშიშროებას არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, თუმცა მისი გამოუსწორებლობა ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის დასაქმებულს, ძირითადა ვლინდება მსუბუქი მრეწველობის, მომსახურების და ა.შ
კრიტიკული შეუსაბამობა შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა;რა არის თქვენს საქმიანობაში უმთავრესი, ძირითადად ვლინდება სამშენებლო და მძიმე მრეწველობის სექტორებში.
- რა არის თქვენს საქმიანობაში უმთავრესი?
- შრომის უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული ადამიანისთვის უმთავრესია, რომ მას ზუსტად ესმოდეს იმ სფეროს მნიშვნელობა, სადაც უწევს საქმიანობის განხორციელება. მას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ მის თითოეულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ვფიქრობ, რომ საქმის და პროფესიის შესწავლა შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე, თუმცა მნიშვნელოვანია დაუსრულებელი პროფესიული ზრდა, და საერთაშორიშო პრაქტიკებზე თვალისდევნება.
- რა ხარვეზებს ხედავთ, რაც ხელს უშლის სფეროს განვითარებას და რა უნდა გაკეთდეს ამის აღმოსაფხვრელად?
- ყველამ უნდა გაიაზროს თუ რა მნიშვნელოვანის შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართულობა. ამ სისტემას ქმნის დამსაქმებელი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო გარემო და დასაქმებულები, რომლებიც იზიარებენ და იღებენ იმ ბენეფიტებს, რომელი მათი უსაფრთხოებისთვის არის გატარებული. მათთვის არ უნდა იყოს დამატებითი ტვირთი უსაფრთხოების წესების და პროცედურების დაცვა, არამედ უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ ეს მათი უსაფრთხოებისთვის ხდება. და კიდევ და კიდევ მნიშვნელოვანია ამ სფეროში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად იზრდებიან, ვგულისხმობ როგორც მაკონტოლებელ ორგანოს, ასევე კერძო სექტორის სპეციალისტებს.
- წარმატებული ქეისი, რითაც ამაყობთ?
- ასეთი ბევრია, თუმცა გამოვყობ ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო ჯგუფს, რომელიც ორჯერ დაჯარიმდა შრომის უსაფრთხოების ინსპექციის მიერ. ჯარიმასთან ერთად, მას სამუშაო პროცესიც შეუჩერეს.საკითხის გადაჭრა საგრძნობლად გახანგრძლივდა. 50 000 ლარიან ჯარიმასთან ერთად, კომპანიას უწევდა სამუშაოების შეჩერებისგან გამოწვეული ზარალის ატანა. კომპანიის გადაწყვეტილებით, საქმეში ჩაერთო რედლაინერი. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად აღმოვფხვერით კრიტიკული დარღვევები და გავმართეთ უსაფრთხოების დოკუმენტაცია. გამოიყო მინდობილი პირი რედლაინერიდან, რომელსაც გადაეცა მინდობილობა დამქირავებელი კომპანიისგან და ჩაბარდა სრული კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან. რედლაინერის მიერ, პრობლემების სიზუსტით აღმოფხვრის შემდეგ, კომპანიას მიეცა სამუშაოების განახლების უფლება. ჩვენი თანამშრომელი ყოველ დღე ესწრება სამუშაოებს, შესაძლო გართულებების აღმოფხვრის მიზნით.აღნიშნული შემთხვევის შემდეგ კომპანიამ 3 ინსპექცია ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაიარა.
- რა ზომის კომპანიას ესაჭიროება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი?
- საქართველოს ორგანული კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" თანახმად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ესაჭიროება ყველა კომპანიას, სადაც არის შრომითი ურთიერთობა. ანუ თუკი გვყავს 1 დასაქმებული, იქაც საჭიროა. კერძოდ, დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს სპეციალური აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტით.
- როგორ მოვემზადოთ შრომის უსაფრთხოების ინსპექციისთვის?
- შრომის ინსპექციისთვის მომზადება ზოგადად არასწორი მიდგომაა კომპანიის მხრიდან უსაფრთხო სამუშაო გარემოზე და დასაქმებულების ჯანმთელობაზე ზრუნვა კომპანიის მხრიდან არ უნდა იქნას აღქმული როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის ჯარიმისგან დაცვის მექანიზმი. როდესაც კომპანია ზრუნავს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე/შენარჩუნებაზე შრომის ინსპექციის ვიზიტისთვის მომზადებას არ საჭიროებს.
- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია?
- ის უნდა იყოს დაკომპლექტებული მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული კადრებით, უნდა შეეძლოს ჰქონდეს კომპლექსური მიდგომები, იცნობდეს კარგად კანონმდებლობას და სიახლეებს ადევნებდეს თვალს.
- როგორ ხედავთ კომპანია „რედლაინერს“ 5 წელიწადში?
- პირველ რიგში 5 წელიწადში ჩვენ ვიქნებით მულტიპროფილური კომპანია, რომლის მთავარი მისიაა ცნობიერების ამაღლება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, შესაბამისად ჩვენი მიზნებიც ამ მიმართულებით განხორციელდება. ასევე მიზნად გვაქვს აკრედიტებული სასწავლებლის ჩამოყალიბება და სფეროს განვითარება.