ბიზნესი
09/09/2022

შონ გოფორტი: საქართველოში ბიზნესისთვის ხელსაყრელმა გარემომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტის შონ გოფორტის შეფასებით, საქართველოში ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოა. 

"წინა კვირიდან ვიმყოფები საქართველოში და ჩემზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანურმა ნიჭმა, შესანიშნავი ხარისხის დაკავშირებადობამ - მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომობამ არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის სხვა ნაწილებში და, რა თქმა უნდა, ბიზნესისათვის ხელსაყრელმა გარემომ. 

ჩრდილოეთ ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, უცხოელ ინვესტორებს მოვუყვები საქართველოში არსებული სარფიანი შეთავაზებების შესახებ, რომელიც არსებობს ცხოვრების მაღალი ხარისხის და ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის ბაზრებთან დიდი სიახლოვის გამო",- აღნიშნა შონ გოფორტმა. 

აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი 13 საინვესტიციო კონსულტანტი რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან. ტურის მიზანია საიტის ლოკატორებისა და მათი კლიენტებისთვის საქართველოს საინვესტიციო ღირებულებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს საქართველოში სააგენტო "აწარმოე საქართველოში" USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით მასპინძლობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023