ბიზნესი
29/06/2021

შქმერული და ხარჩო - იაპონელები ქართული კერძების ნახევარფაბრიკატების შეძენას შეძლებენ

იაპონელები შქმერულის შემდეგ, ხარჩოს ნახევარფაბრიკატების შეძენას შეძლებენ.
 
ხარჩოს ნახევარფაბრიკატების წარმოება იაპონურმა საკვები პროდუქტების მწარმოებელმა Matsubara Shokuhin-ი უკვე დაიწყო.
 
კომპანიას ქართული კერძების ნახევარფაბრიკატების წარმოების გარკვეული გამოცდილება უკვე აქვს, რამდენადაც იაპონიის ბაზარზე შქმერულის ნახევარფაბრიკატები უკვე იყიდება.
 
კომპანია ქართული კერძების ნახევარფაბრიკატებს იაპონიაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ამზადებს. ორივე პროდუქტის შეფუთვაზე ქართული დროშა და საქართველოს შესახებ მოკლე ინფორმაციაა დატანილი.
 
შეგახსენებთ, რომ იაპონური მარკეტების უმსხვილესმა ქსელმა, Family Mart-მა, გაყიდვაში ქართული კერძის, შქმერულის სწრაფი მომზადების პაკეტები 2020 წლის შემოდგომიდან შეიტანა. შქმერული Family Mart-ის  ქსელში არსებულ 16 ათასამდე მაღაზიაში იყიდება.

 

Businesspartner