ბიზნესი
05/10/2021

შემცირებული შემოსავლები - რამდენს კარგავს GOGC-ი გაზის ტარიფის სუბსიდირების გამო

ნავთობისა და გაზის კორპორციამ კვაზი ფისკალური აქტივობის გამო 2019 წელს დაახლოებით 199 მლნ ლარის შემოსავალი ვერ მიიღო. მიზეზი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის სოციალური ტარიფის სუბსიდირებაა. 

ფინანსთა სამინისტროს მონაცმებით, გასულ წელს სოციალური ტარიფის საშუალო გასაყიდი ფასი 1000 კუბ. მეტრზე 40.51 დოლარით შემცირდა. 2019 წელს სოციალური ტარიფი შემცირებული იყო ათას კუბ. მეტრზე 25.4 აშშ დოლარით. სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლისთვის კომპანიის მიერ საყოფაცხოვრებო სექტორის გაზის მომხმარებლის ტარიფის სუბსიდირების შედეგად მოსალოდნელია 302.2 მლნ ლარით ნაკლები შემოსავლის მიღება.

"კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისთვის დიდი საფრთხეა კვაზი-ფისკალური აქტივობების მზარდი დონე. სამართლიანი იქნებოდა ასეთი აქტივობების სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპენსირება თუ თავის მხრივ კომპანია გახდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირ დივიდენდის გადამხდელი“, - ნათქვამია ფისკალური რისკების ანგარიშში.

Businesspartner