
ბიზნესი
14/12/2021
შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური - ახალი ვალდებულება სათამაშო ბიზნესს
სათამაშო ბიზნესს ახალი ვალდებულება ეკისრება.
აზარტული თუ მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებული ხდება შემოსავლების სამსახურს მომსახურების გადასახადი გადაიხადოს.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მხარი 76 ხმით დაუჭირეს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განმარტებით, კანონპროექტით წესრიგდება აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდებასთან, თამაშების მიმწოდებელთან და არსებით პროდუქციასთან თუ მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები.
რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურს, მისი ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.