ბიზნესი
15/09/2022

შეიძინე 4 საბურავი 3-ის ფასად და შეხვდი ახალ სეზონს მომზადებული - "თეგეტა მოტორსის" სექტემბრის შეთავაზებები

მზად არის თქვენი ავტომობილი ქალაქში დასაბრუნებლად ზაფხულის თავგადასავლებისა და მოგზაურობის შემდეგ?!

არსებობს გადამოწმების სტანდარტული პარამეტრები, რომლებიც რამდენიმე პუნქტს მოიცავს - პირველ ადგილზე სავალი ნაწილია, რომლის ძირითადი შემადგენელი საბურავები და სამუხრუჭე სისტემაა. მოძველებული და გაცვეთილი საბურავი სამუხრუჭე დისტანციას აგრძელებს და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. 

ახალ სეზონთან შესახვედრად "თეგეტა მოტორსში" სექტემბრის აქციები დაიწყო. 

აქცია საბურავებზე

თვის ბოლომდე შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური შეთავაზებებით, რომლებიც „თეგეტას“ სხვადასხვა სერვისსა და პროდუქციაზე ვრცელდება. 

3+1 აქციით შეიძენთ ნებისმიერი ბრენდის საბურავს, რომელიც კომპანიის შოურუმშია წარმოდგენილი. 

განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ Off Road-ის მოყვარულებიც და შესაბამის საბურავებს სექტემბერში  სპეციალურ ფასად შეიძენენ. 

შეთავაზება აკუმულატორებზე

შვებულებების სეზონზე დიდი დატვირთვით მომუშავე აკუმულატორებს უყურადღებოდ ვერ დატოვებთ. 

„თეგეტა მოტორსში“ მაღალხარისხიანი აკუმულატორების ყველაზე დიდი არჩევანია. ფასის, ბრენდისა და რესურსის მიხედვით, პროფესიონალი პერსონალი თქვენი ავტომობილისთვის საუკეთესო ვარიანტს შეგარჩევინებთ. კომპანიაში წარმოდგენილი აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე მიმდინარე თვეში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ, მათ შორის ისეთ ბრენდებზე, როგორებიც არის Varta და Exide. 

ამასთანავე, ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში, დამატებით 40 ლარამდე ფასდაკლებასაც მიიღებთ.

აღსანიშნავია, რომ Varta-ს, Fiamm-ის, Optima-ს და BEX-ის აკუმულატორებზე „თეგეტაში“ უსასრულო გარანტია მოქმედებს.

ფასდაკლება საცხებ-საპოხ მასალებზე

მნიშვნელოვანი სიახლეა მათთვის, ვისაც ახლა ძრავის ზეთის შეცვლა უწევს: პრემიუმ ბრენდის, PETRONAS-ის ზეთებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. 

იგივე შეთავაზება ვრცელდება „თეგეტა მოტორსის“ ავტომანქანის ათეულობით განსხვავებული წარმოების მოვლის საშუალებებზე, როგორებიც არის Motul, Sonax და სხვა. 

კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებით ისარგებლებთ, თუ სააქციო პროდუქციას „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ შოპზე შეიძენთ. 

იმისათვის, რომ დაზოგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ Online რეზერვაციას - დაჯავშნეთ სერვისი „თეგეტაში“ ონლაინ და მიიღეთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ონლაინ რეზერვაციის შემთხვევაში თბილისის ფილიალებში სერვისსა და სრულ პროდუქციაზე (უკვე ფასდაკლებული პროდუქტის გარდა)  20%-იან ქეშბექს მიიღებთ. 

ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი\“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა. 



Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023