ბიზნესი
06/10/2021

შეღავათები ბიზნესს - რას ითვალისწინებს თბილისის მერიის მხარდაჭერის პროგრამა

თბილისის მერი შეპირებული, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის 2022 წლიდან ამოქმედებას აანონსებს. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროგრამა სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს.

მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები 2021-2022 წლებში გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან.

იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შედეგად ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, საიჯარო ვადების კორექტირება მოხდება ორი წლით (ანუ როგორც კალაძე განმარტავს, პირდაპირი წესით, ორი წლით ხანგრძლივდება საიჯარო ვადები.

ასევე, იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში გაუვიდათ ან გასდით საიჯარო ხელშეკრულების ვადა მუნიციპალიტეტთან ან მუნიციპალურ საწარმოებთან, საიჯარო უფლება ორი წლით აღდგება.

პროექტის ფარგლებში, ტურისტული ობიექტები გათავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლისგან. ტურისტული ობიექტებში მოიზარება რესტორნები, სასტუმროები და სხვა, ისინი ერთჯერადად გათავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლისგან. 

Businesspartner