ფოტო: nytimes
ბიზნესი
09/03/2022

შაქრის იმპორტიორი TOP-10 კომპანია

საქართველოში შაქრის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები ბრაზილია, თურქეთი და  პოლონეთია, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დახლებზე პროდუქტის დეფიციტი მაინც შეიქმნა. ფაქტს იმპორტიორები მოსახლეობის მხრიდან პანიკურ შესყიდვებს უკავშირებენ. 

„ბიზნესპარტნიორი“ დაინტერესდა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან ქართულ ბაზარზე შაქრის 10 იმპორტიორი კომპანიის ჩამონათვალი გამოითხოვა.

TOP-10 კომპანია, რომელიც რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული და მოიცავს 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრის პერიოდს:

სს „იბერია რეფრეშმენტსი"

შპს „L-ჯორჯია“

შპს „გეო-პროდუქტი“

შპს „ალფა“

სს „დაკო“

შპს „ვიჯი“

შპს „აგარის შაქრის კომპანია“

შპს „ბუმ გრუპი“

შპს „ექსპორტ +“

ინდივიდუალური მეწარმე თენგიზ ფაცაცია.