ბიზნესი
31/05/2021

"შადრევანი" მომხმარებელს ხვალიდან განახლებული კონცეფციით და ესპანური სამზარეულოთი შეხვდება

"ღვინის ქარხანა N1"-ის ტერიტორიაზე არსებული ბარი „შადრევანი“ 1 ივნისიდან მომხმარებელს განახლებული კონცეფციითა და ესპანური სამზარეულოთი შეხვდება.

როგორც "შადრევანის" დირექტორი ქრისტი ჭანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, ახალი მენეჯმენტით და მაღალკვალიფიციური კადრებით, რესტორანი მომხმარებლებს უგემრიელეს კერძებსა თუ სასმელებს, დახვეწილ მომსახურებასა და საინტერესო საღამოებს შესთავაზებს.

„სეზონი რომ არ დაგვეკარგა, უმოკლეს დროში გადავწყვიტეთ ობიექტის გახსნა. ამ ეტაპზე, “შადრევანს“ სახელი არ ეცვლება, თუმცა ახალი მენეჯმენტიდან გამომდინარე იცვლება კერძებიც და სასმელებიც. სამზარეულო ესპანურ კონცეფციას მოვარგეთ. მენიუში იქნება წვნიანი კერძები, სხვადასვა სახის ესპანური ტაპასები, სალათები და გრილ მენიუც.

პროექტში 30 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო, თუმცა დაგეგმილი გვაქვს გაცილებით დიდი თანხის ჩადება. ოქტომბრიდან “შადრევანი“ რემონტისთვის მცირე დროით დაიკეტება, რომელიც ზათარში უკვე ახალი ესპანური დასახელებით, მასშტაბური კონსტრუქციითა და სამზარეულოთი გაიხსნება, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ სრულყოფილი ესპანური კერძებით გაჯერებული სამზარეულო.“ – აღნიშნავს ქრისტი ჭანიშვილი.

"ღვინის ქარხანა N1"-მა სულ ახლახანს განახლებული Pizzeria di Karkhana გახსნა, რომელიც სრული რებრენდიგის შემდეგ მომხმარებელს არაერთ სიახლეს სთავაზობს.

„სამოქმედო გეგმას დაემატა განვითარებისთვის აუცილებელი საკითხები, დავიწყეთ HACCP-ის სტანდარტებისთვის ყველა საჭირო ნორმებზე მუშაობა და ჩვენი ყველა რესტორანი, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ იმუშავებს ამ პრინციპით. მალე იგეგმება ესპანური სამზარეულოს დამატებაც, ასევე სხვა საინტერესო ახალი პროექტები, რომელსაც ჯერ ვერ გავაჟღერებ,“– ამბობს "ღვინის ქარხანა N1"–ის ფინანსური დირექტორი ქრისტი ჭანიშვილი. 

ინფორმაციისთვის, ისტორიული ძეგლი "ღვინის ქარხანა N1" არაერთ საინტერესო სივრცეს აერთიანებს. მათ შორის კვების ობიექტებს, რამდენიმე ქვეყნის სამზარეულოთი. თუმცა, მხოლოდ თავშესაქცევი ადგილებისა და კოქტეილების მრავალფეროვანი არჩევანით არ შემოიფარგლება. ის უნიკალური ისტორიის ადგილია, კონკრეტულად კი მეღვინეობის უძველესი ისტორიით.

აღსანიშნავია, რომ შენობას შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი იერ-სახე. ქარხნის შენობა აიგო თბილისელი არქიტექტორის ალექსანდრე ოზეროვის პროექტის მიხედვით, დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით. 1896 წლიდან ფუნქციონირებდა ღვინის ქარხანა, რომელიც წლების მანძილზე გაჩერებულია. ტერიტორიაზე არსებული ნაგებობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს. ასევე, ქარხნის ქვემოთ, მიწაში ორ სართულზე არის სარდაფი ე.წ. საძველე სადაც ხდებოდა ღვინის დაძველება. თითოეული საძველის ფართობი არის 2600 კვ. მ. დღემდე ამ საძველეებში ინახება 40 000 საკოლექციო ბოთლი ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველებით. შემონახულია ნაპოლეონ ბონაპარტისა და სხვა ცნობილი მოღვაწეების პირადი კოლექციიდან სასმელები, რაც წარმოადგენს ისტორიის საკუთრებას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023