ბიზნესი
16/09/2022

სენაკში წარმოებული ლოკოკინის ნახევარფაბრიკატები ბაზარზე ნოემბრიდან გამოჩნდება

სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხანა სერთიფიცირებას გადის, ექსპლუატაციაში კი ნოემბრიდან შევა.

როგორც ქართულ-ნორვეგიული კომპანია „სნეილ ქეჩის“ (ნადი გრუპის დაფუძნებული კომპანია) თანადამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ახალი ქარხნის წლიური წარმადობა წელიწადში 1000 ტონა იქნება, საწყის ეტაპზე კი კომპანია წელიწადში 400 ტონა ლოკოკინას გადაამუშავებს.

მისი ინფორმაცით, ქარხნის ამოქმედების შემდეგ დაგეგმილია ლოკოკინების 3 სახეობის ნახევარფაბრიკატების წარმოება, რომელიც გაიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საფრანგეთსა და ესპანეთში.

მომავალი წლისთვის, დაგეგმილია, ფარმაცევტული  და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიებისთვის საჭირო ნედლეულის წარმოებაც. საუბარია, ლოკოკინის ლორწოზე, რომელსაც სამედიცინო დანიშნულება აქვს. 

„სნეილ ქეჩი“ სენაკში ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობაში 2 მლნ ევროს ინვესტიციას ახორციელებს. ქარხანა 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდა. პროექტი ითვალისწინებს ლოკოკინის ხორცის გადამუშავებას.

კომპანიის საკუთრებაშია ხობში 6 ჰექატრზე, სენაკში კი 3 ჰა-ზე გაშენებული ლოკოკინას ფერმა, სადაც წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინის ხორცი იწარმოება. ევროპის ბაზარზე ამ დროისთვის 1 კგ ლოკოკინის ფასი 4.5  ევროა.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ გასულ წელს შეიქმნა. ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით 1,26 მლნ ლარი მიიღო.

2020 წლის შემოდგომიდან კომპანიამ ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტი იტალიაში დაიწყო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023