ბიზნესი
28/02/2022

სემეკი: ელენერგიაზე არასწორად დარიცხული გადასახადი, ₾0.57 მლნ მოქალაქეებს დაუბრუნდა

ელენერგიაზე არასწორად დარიცხული გადასახადი, ₾0.57 მლნ მეტი მოქალაქეებს დაუბრუნდა.

სემეკმა „თელასისა“ და შპს "თელმიკოს" საქმიანობა შეამოწმა.

"კორექტირების პროცესი არ არის დასრულებული და მოქალაქეებისათვის სააბონენტო ბარათებზე თანხების დაბრუნება გრძელდება, შემოწმების ჯგუფის მიერ იდეტიფიცირებულია დამატებით 8254 მომხმარებელი, რომელთა მრიცხველების წაკითხვის პროცესში ხარვეზები გამოვლინდა", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

"თელასის" შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა სს „თელასში“, რომლებმაც 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში მოქალაქეებზე ელექტროენერგიის გადასახადის არასწორი დარიცხვები განაპირობა. სემეკის გადაწყვეტილებით, სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა.

"ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა გაზრდილი მიმართვიანობის საფუძველზე სემეკმა სს „თელასისა“ და შპს „თელმიკოს“ საქმიანობის ადგილზე შემოწმება 3 თებერვალს დაიწყო. სპეციალური ჯგუფის მიერ გადამოწმდა 657 637 აბონენტზე 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში განხორციელებული დარიცხვები", ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

 

Businesspartner