ბიზნესი
27/07/2021

სებ-მა ვალუტის გადამცვლელი 2 პუნქტი დახურა, 11 დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა, თბილისის ტურისტულ ზონებში ჩატარებული შემოწმების შედეგად, ვალუტის გადამცვლელ ორ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, თერთმეტს კი ფულადი ჯარიმა დააკისრა.

როგორც სებ-ი განმარტავს, ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, მათ არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ და ასევე არ ახდენდნენ ანგარიშსწორების შემდგომ ქვითრის ამობეჭდვას და მომხმარებლებისთვის გადაცემას.

"დაფიქსირდა სარეგისტრაციო მოთხოვნების დარღვევის ფაქტებიც, კერძოდ, არ ხორციელდებოდა ოპერაციების სრულყოფილი აღრიცხვა, ამასთან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები არ იყვნენ აღჭურვილი საჭირო ტექნიკური საშუალებებით", - განმარტებულია სებ-ის განცხადებაში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022