ბიზნესი
17/12/2020
სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს ეკონომიკის მინისტრი ხვალ შეხვდება
სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს ეკონომიკის მინისტრი ხვალ შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა 24 დეკემბრიდან მოლების შესაძლო გახსნის საკითხი იქნება.
„მათგან მოვისმენ რა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და როგორ ხედავენ რიგების მართვის მექანიზმებს. ამის შემდეგ კვლავ შევიკრიბებით, გვექნება შეხვედრა და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიხილეთ, რომ აჟიოტაჟური მოთხოვნის პირობებში რთულდება ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციების შესრულება. აქედან გამომდინარე, მოვისმენთ თუ როგორ მოახერხებენ ამას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც ცნობილია, სავაჭრო ცენტრების გახსნა 24 დეკემბრიდან იგეგმებოდა, განაახლებენ თუ არა მუშაობას მოლები ჯერ ისევ უცნობია.