ბიზნესი
18/10/2021

სავაჭრო პალატის ორგანიზებით საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიამართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო "თბილისი მერიოტში“ საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი ჩატარდა.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გახსნეს.

ფორუმზე მონაწილე სლოვაკეთის ბიზნეს დელეგაციას წარდმოადგენდენ მსხვილი სლოვაკური კომპანიები ენერგეტიკის, ტურიზმის (სათხილამურო კურორტები), ტელეკომუნიკაციების, საკვები პროდუქციის, სამედიცინო და ნანო ტექნოლოგიების სექტორებიდან.

ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და სლოვაკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაციები გაკეთდა. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, სლოვაკური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით სლოვაკურ კომპანიებთან ბიზნეს კავშირები დაემყარებინათ.

ბიზნეს ფორუმის მიზანია ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობების განვითარება.

ღონიოსძიება სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივან კორკოკის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.

 

Businesspartner