ბიზნესი
24/12/2020
სავაჭრო გალერეა "მერანი" რეწვის ოსტატების ნაკეთობების საახალწლო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს
24-დან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია USAID-ის პროექტი Zrda საქართველოში მხარდაჭერით, სავაჭრო გალერეა „მერანში“ მართავს საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შექმნილი მაღალი ხარისხის საახალწლო დეკორაციები.
გამოფენა-გაყიდვის მიზანია ტრადიციული ხელობების ტექნიკის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებაში ოსტატების ცნობადობის ამაღლება, კოვიდ-19 პანდემიის პირობებში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და რეგიონებში მოღვაწე არტიზანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ რეწვის ასოციაციის და ონლაინ მაღაზია ეთნოდიზაინის სოციალური მედია გვერდები: