ბიზნესი
01/08/2022

სატვირთო ავიაგადაზიდვებს აგვისტოს მეორე ნახევრიდან ქართული Camex Airlines-ი შეასრულებს

მსოფლიო ბაზარზე სატვირთო ავიაგადაზიდვებს აგვისტოს მეორე ნახევრიდან ახალი ქართული ავიაკომპანია Camex Airlines-ი შეასრულებს.

კომპანიის გამოჩენა ამერიკული საფინანსო კორპორაცია Gazelle Finance-თან თანამშრომლობის შედეგია. კომპანია ჯამში 4 ბორტით იქნება წარმოდგენილი.

როგორც Camex Airlines-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ  „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ავიაკომპანია   სატრანზიტო ტვირთებზე იქნება ორიენტირებული, მათ შორის აზიის, ევროპის, აშშ-ს მიმართულებებზე. კომპანია აქტიურად მოემსახურება ქართველ მომხმარებელსაც.

პირველი ქვეყანა, სადაც Camex Airlines-ი კომერციულ სატვრითო გადაზიდვებს განახორციელებს ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იქნება.

სეთურიძის განცხადებით,  საინვესტიციო პროექტის ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკას უკვე შეემატა 100  მლნ ლარის მოცულობის აქტივი, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 150-ს მიაღწევს.

„კომპანია Camex  დაახლოებით 20 წელია საავიაციო გადაზიდვებშია წარმოდგენილი. კომპანია სარეგისტრაციო პროცესს თითქმის 7 თვე გადიოდა. პროცესი დასრულებულია, პირველი ბორტი თბილისში ჩამოყვანილია და უმოკლეს ვადაში ოპერირებას დავიწყებთ,“ - აცხადებს სეთურიძე.  

Camex Airlines-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ, Camex Airlines-მა სატვირთო ავიაგადაზიდვები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც განახორციელოს.

როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა, ეს არის პროექტი, რომელიც ძალიან კარგად გამოხატავს საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობას ეკონომიკური მიმართულებით.

„აქ განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში განვითარდეს ეკონომიკა და შეუწყობს ხელს იმას, რომ საქართველომ დაიკავოს როლი როგორც სატრანზიტო ჰაბმა ევროპასა და აზიას შორის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს შეეძლება მეტი პროდუქციის გადაზიდვა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული ინვესტიცია განახორციელა ამერიკულმა კომპანია „გაზელ ფაინანსმა“,რომელმაც მიიღო სესხი ამერიკის ინვესტიციების კორპორაციისგან და 40 სხვადასხვა კომპანიას დაეხმარება ინვესტიციებით. ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან ისეთი მიმართულებით, რაც გულისხმობს ვაჭრობის გაზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს დახმარებას, რომ იგი გახდეს ევროპასა და აზიას შორის ჰაბი“ , – განაცხადა კელი დეგნანმა, აშშ-ს ელჩი საქართველოში.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავიაკომპანიამ უკვე მიიღო სერთიფიკატი, უახლოეს მომავალში კი ფრენის ლიცენზიასაც აიღებს. შედეგად, აგვისტოს თვეში პირველ სატვირთო გადაზიდვებს დაიწყებს. როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, ეს  არის მორიგი ამერიკული ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩვაძე  განმარტავს, რომ Camex Airlines-ი ბაზირებული იქნება საქართველოში,ბორტი ეყოლება აქ, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი სპეციალისტები ადგილზე იქნებიან და მათ არ მოუწევთ საზღვარგარეთ მუშაობა. ეს ყველაფერი კი  სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. 

შეგახსენებთ, ფაქტი საზეიმოდ ერთობლივად აღნიშნა საქართველოს მთავრობის ვიცე პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში  კელი დეგნანმა, Camex Airlines-ის  საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ, Gazelle Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფრი ლიბერტიმ. ასევე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და  საქაერონავიგაციის ხელმძღვანელებმა.

ლევან დავითაშვილმა და კელი დეგნანმა Camex Airlines-ი  წინასაოპერაციო პროცესის წარმატებით დასრულება, ავიაკომპანიის ბორტის წინ საზეიმო ლენტის გაჭრით სიმბოლურად აღნიშნეს  და ბორტი დაათვალიერეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023