ბიზნესი
24/03/2020
საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებისთვის უსაფრთხოების წესები
პრემიერის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებისთვის უსაფრთხოების წესები განმარტა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხდადა, საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულნი არიან, პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით, ასევე ხშირად ჩაატარონ რეცხვა-დეზინფექცია, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით.
„საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულები არიან, გააკონტროლონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრის) დაცვა. პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით და სხვა ჰიგიენური საშლებებით“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.