ბიზნესი
30/11/2020

სათამაშოების მწარმოებელი ქართული კომპანია "მადელაინი“ გაფართოვდა

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „მადელაინმა“, რომელმაც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტი Geclose2EU-ს დაფინანსება მოიპოვა, საწარმო უახლესი ტექნიკით აღჭურვა და პროდუქცია გაამრავალფეროვნა.

„მნიშვნელოვანია განვავითაროთ ჩვენი წარმოება, რადგან საქართველოში ბევრმა ახალბედა დედამ არ იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეიძინოს უსაფრთხო და განმავითარებელი პროდუქტი საკუთარი შვილისთვის. შარშან გავხსენით სახელოსნო, წელს მოვიგეთ საგრანტო კონკურსი და ამ პროექტის ფარგლებში აღვჭურვეთ ჩვენი სახელოსნო უახლესი ტექნიკით, რამაც მოგვცა საშუალება წარმადობა გაგვეზარდა და შეგვექმნა ახალი პროდუქტები. დაფინანსებით შევიძინეთ 4 სხვადასხვა ფუნქციის მქონე საკერავი მანქანა, დავამატეთ ახალი მიმართულება, შესაძლებელი გახდა დიდი ზომის სათამაშოების წარმოება, ხოლო საქარგავი მანქანის საშუალებით კომპანია პერსონალურ სათამაშოებსაც ქმნის. საბოლოოდ,  ჩვენი სახელოსნო საწარმოდ გადავაქციეთ.“– ამბობს „მადელაინის“ ხელმძღვანელი ელეონორა კუცია.

კომპანია სათამაშოებს რამდენიმე მიმართულებით აწარმოებს. ესენია: 0-დან 2 წლამდე ბავშვებისთვის, რომელიც ავითარებს სენსორულ და მოტორულ უნარ-ჩვევებს. ასწავლის სამყაროს შეხებით აღქმას. ნაწილობრივ ისინი ნატურალური ხის (საღებავის გარეშე) ელემენტებსაც შეიცავს და მაღალი ხარისხის ნატურლური ქსოვილებით მზადდება.

მეორე ხაზია 2-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის განმავითარებელი სათამაშოები, რომელიც ასევე  სენსორიკა-მოტორიკას, ტაქტილურ უნარ-ჩვევებს ავითარებს, ასწავლის ბავშვს ფერების და ფორმების გარჩევას, ჩამკეტების მოხმარებას. მსგავსი სათამაშოები შშმ პირებისთვისაც და რეაბილიტაციის ცენტრებისთვის.  

მესამე ხაზია 6-დან 12 წლამდე ასაკის სათამაშოები: ეს არის სხვადასხვა სახის რბილი სათამაშოები, ცხოველები, ფრინველები, ოკეანის ბინადრები. ამ ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნება  ხელის თოჯინები და თეატრალური თოჯინები. კომპანია ინტერიერის სათამაშოებს და პორტრეტულ თოჯინებსაც ამზადებს.

„ვთვლი, რომ ის ფართო ასორტიმენტი რომელსაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ გამოგვარჩევს ადგილობრივ ბაზარზე. ვმუშაობთ ყველა საფასო სეგმენტზე, მაგრამ ნედლეულზე ფასების მკვეთრმა ზრდის რიგი პროდუქტები ამოვიღეთ გაყიდვიდან. გაყიდვების ძირითადი წილი ტურისტებზე მოდიოდა. პანდემიის გამო იძულებული გავხდით სხვადსხვა ონალინ პლატფორმებზე, მათ შორის უცხოურზეც გაგვეყიდა ჩვენი პროდუქცია.  

გაყიდვების სტიმილურიებისა და ბიზნესის განვითარებისთვის, სარეკლამო კამპანიაში განვახორციელეთ ინვესტიცია, პარალელურად მონაწილეობას ვიღებთ სტარტაპ მარკეტებსა თუ სხვადასხვა გამოფენაში. მაღაზიის გახსნა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა განვიხილავთ პროდუქციის ქსელურ მაღაზიებში შეტანას. ძალიან მალე დავიწყებთთ ჩვილი ბავშვებისა და მათი დედების კომფორტისთვის მორგებული პროდუქტების დამზადებას," – აღნიშნავს ელეონორა კუცია.

შეგახსენებთ, რომ პროექტი Geclose2EU–„ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ შვედეთის მხარდაჭერით დაიწყო, რომელიც „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) „აწარმოე საქართველოსთან თანამშრომლობით ახორცილებს. Geclose2EU–ის მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესის მარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

პროექტი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი დოლარია.

 

 

 

 

Businesspartner