ბიზნესი
29/07/2022

სასმელი "კაი" სექტემბრიდან ბელორუსის, წლის ბოლოდან კი რუსეთის ბაზარზე გაიყიდება

პირველი ქართული ბოტანიკური სასმელი „კაი“  საექსპორტო ბაზრებს აფართოებს.  

როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ჯირკვალიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას აქცენტი ევროპის ბაზარზე აქვს, სექტემბერში  პროდუქცია ბელორუსში გავა, წლის ბოლოსთვის კი - რუსეთში.

„ის რომ პროდუქცია რუსეთში არ გავიტანოთ, ჩვენ უფრო დაგვაზარალებს, ვიდრე რუსეთს. ასეთი მიდგომა გვაქვს,“-აცხადებს ჯირკვალიძე.

ამ დროისთვის ბოტანიკური სასმელი ექსპორტზე პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში გადის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ესპანეთთან.

გამაგრილებელი სასმელი ქართველი  მეცნიერების მიერ შემუშავებული ფორმულით შეიქმნა და ალპური კავკასიონის 16 მცენარისგან არის დამზადებული. გაზირებული-გამაგრილებელი სასმელის წარმოება პანდემიის პერიოდში, 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

კომპანიის ხელმძღვანელი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებით კმაყოფილია.

პროექტის საინვესტიციო  ღირებულება დაახლოებით 10 მლნ დოლარია. საწყის ეტაპზე კომპანია 50 ადამიანს ასაქმებს. „შეცვალე ქიმია ბოტანიკით“ ბრენდის მთავარი დევიზია და ეტაპობრივად ბაზარს ახალ პროდუქტებს შესთავაზებს. ამჟამად „კაის“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით, დიდ ქსელურ მარკეტებში იყიდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023