ბიზნესი
19/04/2023

"სარინიმ“ ენერგოეფექტური ღუმელების წარმოება დაიწყო - ფასი ₾900-1200-ს შეადგენს

სააქციო საზოგადოება „სარინიმ“ ენერგოეფექტური ღუმელების წარმოება დაიწყო. ის ერთ-ერთია იმ 5 საწარმოდან, რომელიც ქვეყანაში სტანდარტული ღუმელების ჩანაცვლებას და შეშის მოხმარების შემცირებას შეეცდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა, იუზა ჩუბინიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე, „სარინი“ ორი სახის ენერგოეფექტურ ღუმელს აწარმოებს.

„პროდუქტს, რომელიც ქვეყანაში შეშის მომხმარებას შემაცირებს, უკვე გავლილი აქვს ლაბორატორიული შემოწმება და ის რეალიზაციაში ჩასაშვებად მზადააა. ენერგოეფექტურ  ღუმელს თუნუქის ღუმელისგან განსხვავებით, 2-ჯერ ნაკლები შეშა სჭირდება. შესაბამისად, შეშის რესურსის მნიშვნელოვანი დაზოგვა ხდება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შეშის გარდა, ამ ღუმელის მუშაობისთვის სხვა ტიპის საწვავიც გამოიყენება, მათ შორის ბრიკეტები, ეს ენერგოეფექტური ღუმელის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის“, - აღნიშნა იუზა ჩუბინიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად, „სარინის“ ენერგოეფექტური ღუმელები თურქეთიდან იმპორტირებული მეტალისგან მზადდება, რის გამოც, მისი საბოლოო ღირებულება თუნუქის ღუმელისგან განსხვავებით მაღალია და დაახლოებით, 900-დან 1200 ლარამდე მერყეობს.

„თუმცა, საბოლოო ჯამში, მომხმარებელი მაინც ახერხებს ფინანსების დაზოგვას, რადგან ნაკლები შეშის შეძენა უწევს, გარდა ამისა, ამ ღუმელის ექსპლუატაციის ვადები თუნუქის ღუმელთან შედარებით, უფრო ხანგრძლივია“, - ამბობს „სარინის“ დირექტორი.

მისივე თქმით, საწარმოს წელიწადში 10 ათასი ცალი ენერგოეფექტური ღუმელის დამზადების შესაძლებლობა აქვს.

როგორც იუზა ჩუბინიძე აცხადებს, „სარინი“ შეუერთადა ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამას, რომელიც ხორცილდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა -ECO.Georgia“-ს ფარგლებში.

ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება „სარინი“ ბაზარზე 1994 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის, 80 ადამიანს ასაქმებს. კომპანია ლითონის გადამუშავებითა და ლითონის კონსტრუქციების დამზადებით არის დაკავებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022