ბიზნესი
28/10/2021

"სარაჯიშვილს" წმინდა მოგება 2.2-ჯერ გაეზარდა

67%-ით გაზრდილი შემოსავალი და 2.2-ჯერ გაზრდილი წმინდა მოგება - ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა „სარაჯიშვილი“ ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა.

6 თვის მონაცემებით, კომპანიამ 21,9 მლნ. ლარის პროდუქციის რეალიზება შეძლო. ჯგუფის გაყიდვებში 16% ადგილობრივ, ხოლო 84% საექსპორტო ბაზრებს ეკავა.

პროდუქცია 24 საექსპორტო ქვეყანაში იყო წარმოდგენილი. უმსხვილესი ბაზარია რუსეთი 43%-ით, ბელარუსს 21%, უკრაინას კი, 18% უჭირავს. 10% იკავებს ყაზახეთი, 1%-ს კი პოლონეთი.

2021 წლის 6 თვის საერთო მოგებამ 11 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ - 5,8 მლნ ლარი. შესაბამისად საანგარიშო პერიოდში საერთო მოგების მარჟა 50%, ხოლო წმინდა მოგების მარჟა 26% დაფიქსირდა.

2020 წლის 6 თვის პერიოდთან შედარებით წმინდა მოგება 2.2-ჯერ, ხოლო საერთო მოგება 1.4-ჯერ გაიზარდა.

Businesspartner