საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე აზერბაიჯანული Kontakt Home შემოვიდა
საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე აზერბაიჯანული Kontakt Home შემოვიდა.
მაღაზიათა ქსელი პირველ ფილიალს ხვალ სავაჭრო ცენტრ Tbilisi Central-ში გახსნის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომავალი წლისთვის კომპანია ფილიალების დამატებას გეგმავს როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში.
საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ტექსტილის კომპანიაში განმარტავენ, რომ ქსელში წარმოდგენილი იქნება ტექნიკის თითქმის ყველა ბრენდი.
„გახსნის ცერემონიალზე მომხმარებლებს ელოდება სასიამოვნო მუსიკა, სახალისო შეჯიბრი, ბევრი საჩუქარი და ფასდაკლებები,“ - აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, საქართველოს ბაზრით საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო ბრენდი რომ ინტერესდებოდა „ბიზნესპარტნიორს“ Beko-ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა რამდენიმე თვის წინ განუცხადა. მაშინ ბიზნესმენმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კომპანიას გადაწყვეტილი აქვს საქართველოში თავისი ფილიალები გახსნას.
დამატებით დეტალებზე Beko–ს გენერალური დირექტორი მაშინ არ საუბრობდა, თუმცა, აღნიშნავდა, რომ ფაქტი მისასალმებელია, რადგან ეს ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.