"საპარტნიორო ფონდი" "ქართული ნატურალური პროდუქტების" 50%-იან წილს აუქციონზე ყიდის
„საპარტნიორო ფონდი“ შვილობილი კომპანიის წილს ასხვისებს.
ფონდმა აუქციონზე „ქართული ნატურალური პროდუქტების“ 50%-იანი წილი გამოიტანა.
ამ კომპანიაში „საპარტნიორო ფონდი“ 90%-ს ფლობს და თუ 50%-ის გასხვისდება, მას მხოლოდ 40% დარჩება.
შპს „ქართული ნატურალური პროდუქტები“ ბელარუსში ალკოჰოლის იმპორტის კვოტებს ფლობს. „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებულ კომპანიას „ქართული ნატურალური პროდუქტები“ მინსკში 2019 წლიდან გახსნილი აქვს „ქართული სახლი“, რომლის მეშვეობით ბელარუსის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.
აუქციონში წილის საწყისი ფასი შეადგენს 2,071,044.50 ლარს (655 000 (ექვსას ორმოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში). ბიჯის ოდენობა შეადგენს 10,000 ლარს.
აუქციონი 31 ივლისს დასრულდება.