
ბიზნესი
24/12/2021
სამშენებლო მასალებზე ფასების მატებამ მშენებლობა 14.1%-ით გააძვირა
მშენებლობა გაძვირდა, ძირითადად სამშენებლო მასალების გაძვირების გამო.
საქსტატის ცნობით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2021 წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა. ინდექსის ცვლილება, ძირითადად, სამშენებლო მასალებზე ფასების 2.7%-იანმა მატებამ განაპირობა, რამაც 1.59%-ული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 14.1%-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 19.6%-იანი ზრდით, რაც 11.07%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.