სამრეწველო პროდუქცია თებერვალში 17%-ით გაძვირდა
სამრეწველო პროდუქცია 2022 წლის თებერვალში მნიშვნელოვნად გაძვირდა, წლიური ზრდა 17%-ია.
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი კი, საქსტატის ცნობით, იანვართან შედარებით 1.5%-ით გაიზარდა, ფასები 7.5%-ით არის შემცირებულია ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის სექტორში.
ერთწლიან პერიოდში ყველაზე მეტად, 22.5%-ით გაძვირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ
შემდეგ პროდუქტებზე:
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 2.5%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.12%-ული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და კარიერების დამუშავების სხვა
პროდუქტებზე (18%);
• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 22.5%-ით, რამაც მთლიანი
ინდექსის ზრდაზე 17.71%-ული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ
ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (12.6%), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური
პროდუქტები (189.6%) და ძირითადი ლითონები (54.4%);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 7.5%-ით,
რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.87%-ული პუნქტით იქონია გავლენა;
• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით:
ფასები გაიზარდა 3.2 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.08%-ული პუნქტით იქონია
გავლენა.