ბიზნესი
12/05/2021

სამკაულების ბრენდი TIONE ხელნაკეთი ჩანთების ხაზს გამოუშვებს

ქართული ბრენდი TIONE ხელნაკეთი ჩანთების ხაზს გამოუშვებს, მომავალში კი ტანსაცმლის ხაზის შექმნასაც აპირებს. კომპანია მომხმარებლებს ბუნებრივი ქვებით დამზადებულ ხელნაკეთ სამკაულებს უკვე რამდენიმე წელია ქმნის. TIONE–ს დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ კომპანიას თავისი გამორჩეული ნიშა აქვს.

„გადავწყვიტე შემექმნა ვეგანური და ნატურალური ტყავის ჩანთები, რომლის დიზაინშიც გამოვიყენებ სხვადასხვა მეტალს, ქვებს, შესაბამისად TIONE–ს ნიშას სრულიად შევინარჩუნებ, რადგან ბრენდის პოპულარობა თავის დროზე სწორედ აქსესუარების ორიგინალურობამ და გამორჩეულმა დიზაინმა განაპირობა. მაქვს პატარა სახელოსნო, სადაც ჩემი ხელით ვქმნი ყველაფერს. ნედლეული ძირითადად ადგილობრივია.

ერთ-ერთი სიახლე იქნება ჩემი ნახატები, რომელსაც გამოვიყენებ ჩანთების კოლექციაში, ასევე სამომავლოდ არ გამოვრიცხავ ტანსაცმლის ხაზის შექმნას. პანდემიის გამო, ტურისტულ ზონებში არსებულ მაღაზიებში აქსესუარების გაყიდვა შევამცირეთ და ორიენტირებული ვართ ონლაინ გაყიდვებზე. გვინდა საერთაშორისო პლატფორმებზეც განავთავსოთ TIONE-ს აქსესუარები, რადგან მოთხოვნა საკმაოდ დიდია,“ – აღნიშნავს, თიო ლომიძე.

TIONE–ს სამკაულების შეძენა მომხმარებლებს facebook გვერდით შეუძლიათ. ამ ეტაპზე გაყიდვაშია ყელსაბამები, საყურეები, სამაჯურები და ა.შ. აქსესუარების ფასი დამოკიდებულია დიზაინის სირთულეზე და დამკვეთის მოთხოვნებზე.

„როდესაც ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ბრენდი ბევრი კარგი სიახლით, ახალი მიმართულებებით შეხვდება მომხმარებელს,“ – ამბობს ბრენდის დამფუძნებლი. 

 

 

მეწარმეთა პოპულარიზაცია ხორციელდება "ბიზნესპარტნიორის" მიერ მეწარმეთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023