ბიზნესი
19/10/2021

სამედიცინო კლინიკაში "ფარმაცია ვანი" $100 000-ის ინვესტიცია ჩაიდო

ბიზნესმენმა ჯუმბერ ბელთაძემ ვანში მრავალპროფილური კლინიკა გააფართოვა.

როგორც jandacva.ge-ს ბელთაძემ განუცხადა, 5-ადგილიან კლინიკაში „ფარმაცია ვანი“ ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ნოემბრის ბოლოსთვის კი სამედიცინო დაწესებულება ჯამში 10 ადამიანის მიღებას შეძლებს.

ბელთაძის განცხადებით, პროექტში დაახლოებით 100 000 დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. „ფარმაცია ვანში“ ამ დროისთვის 36 ადამიანია დასაქმებული.

„ფარმაცია ვანის“  დამფუძნებელი, რომელიც ინვესტიციებს პარალელურად აგრობიზნესშიც ახორციელებს, უახლოეს მომავალში ადგილზე აფთიაქის ამოქმედებასაც გეგმავს.