ბიზნესი
13/08/2021

საქპატენტმა "ბორჯომის" დასახელების გამოყენებაზე დავა ჩინურ კომპანიას მოუგო

საქპატენტმა ჩინური კომპანიის წინააღმდეგ დავა მოიგო. საქმე ეხება ქართული მინერალური წყლის დასახელება „ბორჯომის“ გამოყენებას, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არაკეთილსინდისიერი განზრახვით იყო რეგისტრირებული ჩინური კომპანიის სახელზე.

საქპატენტმა ჩინეთის სასაქონლო ნიშნების დავების განმხილველ უწყებაში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და აღნიშნული რეგისტრაციების გაუქმება მოითხოვა. ქართულ მხარესა და ჩინურ კომპანიას შორის არსებული დავა ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდა და „ბორჯომის“ დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიენიჭა.

შესაბამისად, ამიერიდან, ჩინეთში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობის გარეშე, ადგილწარმოშობის დასახელება „ბორჯომის“ გამოყენება აიკრძალება.

საქპატენტში განმარტავენ, რომ ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ისე სხვა ქვეყნებში ხელს უწყობს ქართული დასახელებების უკანონო გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას და მათი რეპუტაციის დაცვას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022