ბიზნესი
21/04/2022

საკონდიტრო "ქუქი ბეიქერი" - პასკებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია

ორცხობილების საკონდიტრო მაღაზიამ “ქუქი ბეიქერი“  პასკების წარმოება აქტიურად დაიწყო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა, კომპანია მომხმარებელს ორი სახეობის პასკას სთავაზობს -კლასიკური და ციტრუსით,შაფრანით.

რაც შეეხება ფასებს, „ქუქი ბეიქერის“ პასკას მომხმარებელი  21 ლარიდან 33 ლარის ფარგლებში იყიდის.

გეფერიძის განცხადებით, მიუხედავად იმის,რომ მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა გაურესებულია, სააღდგომო პერიოდში პასკებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.  

“ქუქი ბეიქერი“ ამ დროისთვის 50-მდე სახეობის საკონდიტრო პროდუქციას, მათ შორის ორცხობილებს აწარმოებს.

მაღაზიაში წარმოდგენილია  ტარტები, ტრუფელები. მაღაზიაში მოქმედებს პურ-პუნთუშეულის და დიაბეტური ხაზიც, რომელიც  უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება. იგეგმება ლანჩის მიმართულების გაზრდაც, მათ შორის, განსხვავებული და გამორჩეული სენდვიჩების ხაზის განვითარებაც..

დამფუძნებელების მთავარი მიზანია, „ქუქი ბეიქერი“ გახდეს მომხმარებლების ყოველდღიურობის ნაწილი, რაც ერთგული მომხმარებლის შეძენას და მათ შენარჩუნებას ნიშნავს ამისთვის კი გუნდში იაზრებენ რომ ხარისხის და გემოვნური თვისებების შენარჩუნება და განვითარება მთავარი საშუალებაა.

შეგახსენებთ, „ქუქი ბეიქერის“ პირველი მაღაზია თბილისში, ვაჟა-ფშაველას N7-ში მდებარეობს.