საკონდიტრო კომპანიამ "ტკბილი ქვეყანა" უშაქრო პასკის წარმოებაც დაიწყო
საკონდიტრო კომპანიები სააღდგომო დღესასწაულის სამზადისში არიან. სიახლეებს სტავაზობს მომხმარებელს საკონდიტრო კომპანია „ტკბილი ქვეყანა.“
კომპანიაში „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებენ, რომ ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც სააღდგომო პასკაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
„ტკბილი ქვეყანა“ წელს 15 სახეობის პასკას შესთავაზებს მომხმარებელს. წელს დაემატა ორი სახეობის - უშაქრო და კარაქზე დამზადებული.
„უშაქრო პასკა დიაბეტური არ არის, ასე ვერ მოვიხსენიებთ, რადგან ამისთვის სპეციალური ეტაპებია გასავლელი. არის უბრალოდ, უშაქრო.
პასკის ფასი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 15%-ითაა გაზრდილი. მიზეზი კი პროდუქტში შემავალი თიოთქმის ყველა კომპონენტის გაძვირებაა. მათ შორის, ზეთის, შაქრის, კარაქის, ფქვილის, კომუნალური გადასახადების. ჩვენს მიერ წარმოებული პასკების ფასი 5 ლარიდან 11 ლარამდეა (მაღაზიაში შესატანი ფასი).
შეგახსენებთ, საკონდიტრო კომპანია "ტკბილი ქვეყანა" 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს.