ბიზნესი
04/12/2020

საკონდიტრო “გურმე“: ტრანსპორტის შეზღუდვამ კომპანიის თვის ხარჯი 2400 ლარით გაზარდა

პანდემიის შედეგად მიყენებულ ნეგატიურ  შედეგებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საკონდიტრო კომპანია „გურმეს“ ხელმძღვანელი ნინო მამულაშვილი საუბრობს.

„კომპანიას ძალიან უჭირს, გაზრდილია ხარჯები და 70%–ით შემცირებულია შემოსავლები. ამის მიუხედავად თანამშრომლები არ შეგვიმცირებია. მეორე დარტყმა რაც მივიღეთ ისაა, რომ თვის განმავლობაში ტრანსპორტირების  ხარჯი 2400 ლარით გაგვიძვირდა. კომპანია შექნნის დღიდან აფასებს თანამშრომლების დამსახურებას ჩვენს საქმეში და წარმატებაში, ამიტომ ასე მარტივად ვერავის გავუშვებთ. თუ გადარჩება კომპანია, გადარჩება მხოლოდ თანამშრომლებთან ერთად, თუ არა და მთლიანად დაიკეტება. მათ ხარჯზე ეკონომიას ვერ გვაკეთებთ,“ – აღნიშნავს ნინო მამულაშვილი.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის „გურმეში“ 40 ადამიანია დასაქმებული. რეგულაციებიდან გამომდინარე, „გურმეს“ კაფე არ მუშაობს. კომპანიას ჰყავს დისტრიბუტორები, რომლების  მიტანის სერვისს უზრუნველყოფენ.

„ძალიან მალე, WOLT-თან გავაფორმებთ ხელშეკრულებას. ე.წ დელივერ პლატფორმაზე „გურმე“ ხელმისაწვდომი  ახალი წლისთვის გახდება. ასევე 2 თვეში ველოდებით ISO-ს სერტიფიკატის მიღებას“-აცხადებს ნინო მამულაშვილი. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022