ბიზნესი
03/12/2020

საკონდიტრო “გურმე“: “გაზის გაძვირებას კომპანია ალბათ ვეღარ გაუძლებს“

საკონდიტრო კომპანია „გურმეს“ დირექტორი ნინო მამულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა, ისედაც დაზარალებულ კომპანიას ორმაგ დარტყმას მიაყენებს.

„ძალიან გვიჭირს, 70 %–მდეა შემცირებული ჩვენ შემოსავლები. ხალხი დაბალ საფასო კატეგორიაზეა გადასული და კიდევ მომატებული ფასით პროდუქციის შეძენას ვეღარ შეძლებს. ამიტომ ფასს ვერ გავზრდით, რა აზრი აქვს თუ არ გაიყიდება. ეს კომპნიაზე ცუდად აისახება, მარჟა შეგვიმცირდება და თუ ვიყავით მინუსში ორჯერ დიდ მინუსში წავალთ. ყოველდღიურად ვითვლით მონაცემებს თუ როგორ შეიძლება გაძლოს ბიზნესმა. სადამდეც შევძლებთ, ყველა თანამშრომლის შენარჩუნებით, გავაგრძელებთ მუშაობას.“– აღნიშნა ნინო მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.10 (ერთი ლარი და 10 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

 

 

 

 

Businesspartner