ბიზნესი
24/08/2022

"საქკაბელმა" იოჰანსბურგში Power & Electricity World Africa & The Solar Show Africa-ში მიიღო მონაწილეობა

"საქკაბელის" გუნდმა სამხრეთ აფრიკაში იოჰანსბურგში Power & Electricity World Africa & The Solar Show Africa გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

გამოფენა Sandton Convention Centre-ში 23-24 აგვისტოს ჩატარდა, რომელსაც 200 სპიკერი და 6000-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა. Power & Electricity World Africa & The Solar Show-ზე  200 წამყვანი კომპანია იყო წარმოდგენილი საკაბელო და ელექტროფიკაციის ინდუსტრიიდან, ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Allbro, Longi, Revov, Charnaud, AKSA და ასე შემდეგ.

"საქკაბელი" გამოფენაში "აწარმოე საქართველოს" თანადაფინანსების ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება არის მრავალბრენდირებული, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ შეუფერხებლად წარმოადგინოს კონვერგენცია დაბალი ნახშირბადის ინოვაციებს და განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებებს შორის.

"საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და დღემდე საქართველოში საუკეთესო კაბელს და ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს, რომლის ექსპლუატაციის ვადაც 70-100 წელია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023