ბიზნესი
27/09/2022

საქართველოში წარმოებული ტყავის პროდუქციით იტალია, აშშ და ნიგერია ინტერესდება

ტყავის პროდუქციის მწარმოებელი ქართული კომპანიებით საერთაშორისო ბაზრებზე ინტერესდებიან.

ქართულმა კომპანიებმა მილანის საერთაშორისო გამოფენაზე Micam & Mipel Milano, სააგენტოს ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, დასწრება შეძლეს, სადაც ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ტყავის და ტყავის შემცვლელი პროდუქციის გამოფენაზე, რომელიც 18-20 სექტემბერს გაიმართა, კომპანიებმა მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან. პროდუქციით დაინტერესდნენ იტალიიდან, აშშ-დან და ნიგერიიდან. ასევე, მოლაპარაკებები აქვთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა კანადა, სამხრეთ კორეა, თურქეთი, პოლონეთი, კოლუმბია, ბრაზილია, ისრაელი, გერმანია, საბერძნეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ჩიენთი, იაპონია და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ღონისძიება 6 ქართული კომპანია ესწრებოდა - „გეფერინი“, „კოსმო“, „იდეა ფიქსი“, „ჯეონი“, „გროში“ და „ფაცაცია ნინი“.

სექტორის პოტენციალიდან გამომდინარე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ტყავის და ტყავის შემცვლელია პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები საკუთარი პროდუქციით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე არიან წარმოდგენილნი.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზებასა და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსებას ახორციელებს, ახალ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.