ბიზნესი
23/08/2022

საქართველოში თევზის ლაბორატორიის გახსნა იგეგმება

საქართველოში შესაძლოა თევზის ლაბორატორია ამოქმედდეს. როგორც „გურია ფიშ ფარმინგის" დამფუძნებელი გიორგი ჩხაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტის ღირებულება დაახლოებით 200 000 ევრო იქნება.

მისი განცხადებით, ამჟამად ბრიტანულ მხარესთან მოლაპარაკებები  მიმდინარეობს ტექნიკური დახმარების გაწევაზე, მათ შორის, ლაბორატორიის ტექნიკურად აღჭურვასა და კადრების გადამზადებაზე.

ჩხაიძის ინფორმაციით, დღეს საქართველოში მსგავსი ლაბორატორია არ არსებობს. საწყის ეტაპზე მოხდება თევზის პროდუქტში დაავადების დადგენა, შემდგომი ეტაპი იქნება ევროკავშირში აღიარებული სერთიფიკატის გაცემა.

„ჩვენთან ნორვეგიის კანონია გადმოწერილი და რასაც იქ სთხოვენ კომპანიებს გარემოს დაცვის თავლსაზრისით, აქ მაგას ვერ მოსთხოვ. საქართველოში არ არის იხტიოლოგი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც კი არ ჰყავს ადამიანი, ვინც შეიძლება მეთოდოლოგია შეიმუშაოს გარემოზე ზემოქმედების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს დღეს ხელს უშლის კანონი, რომლის შედეგადაც ის ფიზიკურად ვერ განვითარდება.

დღეს კანონში ჩანაწერია, რომ კომპანია ვალდებულია წარმოებულ თევზში დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში სამინისტროს აცნობოს, ამ დროს კი საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია დაადგინოს დაავადება თევზში,“ - აცხადებს ჩხაიძე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023