ბიზნესი
02/04/2022

საქართველოში ოპერირებას Gulf Hotels-ი იწყებს

ბაჰრეინის მსხვილი საერთაშორისო ჯგუფი საქართველოში იწყებს ოპერირებას. გალფ ჰოთელს გრუპი თბილისის აკვაპარკის კომპლექსში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მართვას განახორციელებს.

გალფ აქვამარინ ჰოტელში ადგილობრივი კადრები დასაქმდება, მათ გალფ ჰოთელს გრუპის სხვა სასტუმროებში დასაქმების შესაძლებლობაც ექნებათ. ჯამში ობიექტზე 500 ადამიანის დასაქმება დაგეგმილი.

კომპანიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება ჯინო ჰოლდინგთან.

ჯგუფის შემოსვლამ ხელი უნდა შეუწყოს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას, ტურისტული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას და მეტი შემოსავლის დაგენერირებას.