ბიზნესი
03/04/2023

საქართველოში ნარჩენებისგან დამზადებულ ჩანთებსა და აქსესუარებს ძირითადად უცხოელები ყიდულობენ

ნარჩენებისგან შექმნილი მოდური აქსესუარები და სამოსი  საერთაშორისო ბაზრებზე სულ უფრო მოთხონადი ხდება.

მსოფლიო ტრენდისთვის ფეხის აწყობას საქართველოც ცდილობს.  მზარდია იმ  მეწარმეების რიცხვი, რომლებიც სხვადასხვა ნარჩენისგან, საკუთარ პროდუქტს ქმნის. ერთ-ერთი ასეთი სოციალური საწარმო 7R-ის დამფუძნებელი მარი ბენდელიანია. 

მისი ინფორმაციით,  ცივილიზებული სამყარო გარემოს დაცვაზე მეტად კონცენტრირებულია და ამ პროცესში, ბიზნესსექტორის აქტიურობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„სულ უფრო მეტი გიგანტი ბრენდი გადადის საკუთარი პროდუქციის წარმოებისას, ნარჩენების გამოყენებაზე. იმ საზოგადოებაში გააზრებული აქვთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რესურსების დაზოგვასა და გარემოს დაცვას.

სამწუხაროდ, საქართველოში არსებული სხვადასხვა ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, ადგილობრივ ბაზარზე ძალიან დაბალია ცნობადობა აღნიშნული საკითხის მიმართ. ხანდახან, ჩემი ოჯახის წევრებსაც უჭირთ იმის გაგება, თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ მეორადი ქსოვილი წარმოებისას, არადა, ქსოვილის წარმოების და მოდის ინდუსტრია არის მსოფლიოში, გარემოს ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი“, - აღნიშნა მარი ბენდელიანმა.

მისივე განმარტებით, ეკო-მეგობრული პროდუქტების მიმართ ნაკლები ცნობადობა, გაყიდვების მაჩვენებელზეც აისახება. კერძოდ, საქართველოში, ნარჩენებისგან წარმოებულ სხვადასხვა ნივთებს უმეტესაც უცხოელები ყიდულობენ.

„ჩვენი მყიდველის დიდი ნაწილი უცხოელები არიან, რომლებიც საქართველოში ტურისტული, ან სხვა მიზნებით იმყოფებიან. პროცენტული მაჩვენებელი 70/30-ზეც კი არის. თუმცა, წინა წლების ფონზე, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მყიდველი შედარებით გააქტიურებულია და მომდევნო წლებში, უკეთესის მოლოდინი გვაქვს“, - აღნიშნა მარი ბენდელიანმა.

ცნობისთვის, სოციალური საწარმო 7R ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა. ის სხვადასხვა ტიპის ჩანთებს, აქსესუარებსა და ნივთებს, ამჟამად, გორში არსებულ საწარმოში ამზადებს, რეალიზაციას კი საქართველოს მასშტაბით ახდენს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022