ბიზნესი
23/06/2022

საქართველოში დამზადებული კომპოზიტური არმატურა შესაძლოა ლიეტუვასა და ლატვიაში გაიყიდოს

კომპოზიტური (მინაპლასტიკური) არმატურის მწარმოებელი კომპანია „ინტრეკ ჯორჯიას“  პროდუქციით სომხეთის და ისრაელის შემდეგ, ლიეტუვა და ლატვია დაინტერსდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელი რომა ფირცხალავა აცხადებს, ამ დროისთვის  ექსპორტზე  „ინტრეკ ჯორჯიას“  მიერ წარმოებული პროდუქციის მხოლოდ 5%-ი გადის.

„დღეს ტრანსპორტირება ძალიან გაძვირებულია. ნედლეული 100%-ით ჩინეთიდან შემოგვაქვს, ლოჯისტიკა ძალიან ძვირია. ექსპორტის განხორციელებას ეს ფაქტორიც აფერხებს,“-აცხადებს ფირცხალავა.

მისი ინფორმაციით, „ბაზისის“ ბრენდით წარმოებული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზეც ისეთივე კონკურენტუნარიანია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე.

„ფასითაც კონკურენტულია, რადგან ნედლეულს პირდაპირ მწარმოებლისგან ვყიდულობთ. აღსანიშნავია, რომ ლოჯისტიკის ხარჯები ტრანსპორტირებას პრობლემატურს ხდის. შესაბამისად, მოგვიწია არმატურის ფასის ზრდა. გასულ წელს ჩინეთიდან 1 კონტეინერის გადაზიდვა  $2000 ღირდა, ახლა მისი ფასი $10 000-მდეა გაზრდილი. გაძვირდა ნედლეულიც,“-აცხადებს ფირცხალავა.

მისი განცხადებით, საწარმოს სრული წარმადობა 24 საათში დაახლოებით 100 000 მეტრია, ამ ეტაპზე კი  კომპანია 25 000 – 30 000 მეტრ არმატურას აწარმოებს.

როგორც ფირცხალავა აღნიშნავს,  მინაპლასტიკური არმატურა „ბაზისის“ რეალიზაცია ხდება როგორც ადგილზე, ისე სხვადასხვა სამშენებლო ჰიპერმაკეტებსა და ბაზრობებზე.

კომპანიის დამფუძნებელი რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ  მინაპლასტიკური არმატურის მწარმოებელ კომპანია „ინტრეკ ჯორჯიას“  გაყიდვები შეუმცირდა.

„მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შემდეგ ზრდის ტენდენცია გამოჩნდა, ომის პრობლემებმა ძალიან შეგვაფერხა. მოლოდინი პოზიტიური გვაქვს. საკმარისია ეს ყველაფერი  დასტაბილურდეს, რომ ეჭვგარეშეა, ყველაფერი ძალიან პოზიტიურად განვითარდება,“-აცხადებს ფირცხალავა. 

კომპანიამ „ინტრეკ ჯორჯია“  მინაპლასტიკური არმატურის წარმოება  2014 წელს დაიწყო. კომპანიის საწარმო თბილისში, გლდანში მდებარეობს.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023