ბიზნესი
14/02/2022

საქართველოში დამზადებული Delfos-ის პროდუქცია იტალიაშიც გაიყიდება

მულტიბრენდული საიუველირო გალერეათა ქსელი Delfos-ი ევროპაში ექსპორტს იწყებს. საუბარია, Delfos-ის წარმოებულ ჯვრებსა და სახელობით კულონებზე, რომლის დამზადებაც კომპანიამ რამდენიმე თვეის წინ დაიწყო.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის  გენერალური დირექტორი ნიკოლოზ კირვალიძე აცხადებს, დაგეგმილია სუვენირების წარმოება და ექსპორტზე გატანაც.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის მოლაპარაკებები ევროპის რამდენიმე ქვეყანას მიმდინარეობს, მათ შორისაა, იტალია, სადაც მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქართველოში დამზადებული საიუველირო პროდუქტი გაიყიდება.

კომპანია პირველ ექსპორტს 2022 წლის ნოემბერიდან გეგმავს. კირვალიძის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს TAV Georgia-სთან, რათა Delfos-ის პროდუქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიყიდოს, მოლაპარაკებებია ქუთაისის აეროპორტთანაც.

Delfos-ის პირველი მაღაზია 2008 წელს გაიხსნა. კომპანია ქვეყანაში 7 მაღაზიით არის წარმოდგენილი, მათ შორის 6 - თბილისში, 1 - ბათუმში. Delfos-ი ქართველ მომხმარებელს ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანია წარმოადგენს მულტიბრენდულ საიუველირო გალერეას იტალიური, ესპანური, ამერიკული, შვეიცარიული და რუსული ბრენდებით. მათ შორის, Roberto Bravo, GRAZIELLA Luxury, Assos, Amore&Baci  და სხვა.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020