ბიზნესი
01/05/2020

საქართველოში ავტომობილები აშშ-დან, სათადარიგო ნაწილები ჩინეთიდან შემოდის

საქართველო მსუბუქი ავტომობილების უდიდეს ნაწილს აშშ-დან, სათადარიგო ნაწილებს კი, ჩინეთიდან ყიდულობს.

საქსტატის ცნობით, გასულ წელს საქართველომ 691.4 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შეიძინა, საიდანაც 289.3 მლნ აშშ-დან შემოყვანილ ავტომობილებზე მოდის, რაც ჯამური იმპორტის 42%-ია.

25.7% მოდის იაპონიაზე, რაც თანხობრივად 178 მილიონს აღწევს.

ხუთეულშია თურქეთი 62 მლნ (9%); გერმანია 55.5 მლნ (8%) და გაერთიანებული სამეფო 29.8 მლნ (4.3%).

რაც შეეხება სათადარიგო ნაწილებს, მათი იმპორტი 42 მილიონს აღემატებოდა. კალათაში 27.5%  (11.5 მლნ) ჩინეთს უჭირავს. 17.5% თურქეთს, 12.4% გერმანია. შემდეგ მოდიან ბელგია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

Businesspartner