საქართველოში ავეჯის პოლონური ბრენდი BLACK RED WHITE შემოვიდა
ICR ჯგუფმა საქართველოში ავეჯის პოლონური ბრენდი BLACK RED WHITE შემოიყვანა.
როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, პირველი მაღაზია თბილისში, ივლისის ბოლოს გაიხსნა, პირველ შედეგებზე საუბარი კი გახსნიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მისივე თქმით, Black Red White-ის პირველი შოურუმი თბილისში (დიღომში) 1000 კვ.მ ფართობზე განთავსდა, თუმცა, სამომავლოდ, ბათუმში შესვლაც იგეგმება.
"ბათუმი ცოტა პრობლემატურია,იქ დიდი ფართის მოძიება მარტივი არ არის. შესაბამისად, ორი გამოწვევა გვაქვს. პირველი, რამდენად მიიღებს ახალ ბრებს ქართული ბაზარი და მეორე, ლოკაციის მოძიება,"-აცხადებს ხაზარაძე.
ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.