
საქართველოში 50 მლნ-იანი ვენჩერული საინვესტიციო ფონდი შეიქმნება
საქართველოში პირველი ვენჩურული საინვესტიციო ფონდი შეიქმნება. Catapult Georgia One-ის ფონდი 50 მლნ-იანი კაპიტალით იქნება წარმოდგენილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დეტალებზე ისაუბრეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვენჩურული საინვესტიციო ფონდის, Catapult VC-ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ჯონათან თაუერსმა.
ფონდი ინვესტიციას განახორციელებს ქართულ ინოვაციურ სტარტაპ-კომპანიებში და ხელს შეუწყობს მათ სწრაფ ზრდას გლობალურ ბაზარზე.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ვენჩურული საინვესტიციო ფონდი ქვეყნის რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფონდს საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა ექნება და მასში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად ინოვაციების სააგენტოც იქნება წარმოდგენილი.
შეხვედრაზე გლობალური კონკურენციის პირობებში, ინოვაციების უფრო სწრაფად განვითარების მნიშვნელობაზე აღნიშნეს.
Catapult-ი ვენჩურული კაპიტალის ფონდია, რომელიც სპეციალიზებულია სილიკონის ველის მიღმა ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. ფონდმა 15-ზე მეტი წლის განმავლობაში 220 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტირება განახორციელა 100-ზე მეტ კომპანიაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Startup Grind Tbilisi-ის დირექტორი ქოლინ მაიკლ დონოჰიუ, US Market Access Center - ის თანადირექტორი კრისტოფერ მილტონ ბარი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს" თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ.