ბიზნესი
24/08/2021

"საქართველოს რკინიგზას" შემოსავლები გაეზარდა, ზარალი გაუნახევრდა

„საქართველოს რკინიგზას“ შემოსავლები გაეზარდა, ზარალი გაუნახევრდა, - კომპანიამ წლის 6 თვის ფინანსური მაჩვენებლები გაასაჯაროვა.

2021 წლის 6 თვეში „საქართველოს რკინიგზამ“ 277.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 32 მლნ მეტი გასული წლის 6 თვესთან შედარებით.

28%-იანი ზრდაა საოპერაციო მოგებაში, რაც 93.2 მლნ ლარს აღემატება. ნახევარწლიური წმინდა ზარალი კი, 2-ჯერ შემცირდა, 66 მლნ - დან 32 მლნ დოლარამდე.

შემოსავლების სტრუქტურა / 2021 წლის იანვარ-ივნისი

სატვირთო გადაზიდვები - 217.55 მლნ ლარი (+10.6%)

ლოგისტიკური მომსახურება - 34.3 მლნ (+18.5%)

სატვირთო ვაგონების სასაზღვრო გადასახადი - 5.15 მლნ (-26.4%)

ვაგონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 2.4 მლნ (- 58.7%)

სამგზავრო გადაყვანები - 3.89 მლნ (- 24.6%)

სხვა - 14.3 მლნ (+725%)

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის 2021 წლის 6 თვის სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 6 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 500 ათასი ტონით აღემატება. სატვირთო გადაზიდვების 10%-იანი ზრდა ბოლო 11 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

ჯამურად საქართველოს კორიდორით სარკინიგზო ტრანზიტმა საანგარიშო პერიოდში 3,5 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება. გარდა სატრანზიტო გადაზიდვებისა, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ადგილობრივი გადაზიდვები 21%-ით არის გაზრდილი.

 

 

Businesspartner