ბიზნესი
20/07/2021

საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს

საქართველოს რკინიგზის 2021 წლის 6 თვის სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 6 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 500 ათასი ტონით აღემატება. სატვირთო გადაზიდვების 10%-იანი ზრდა ბოლო 11 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

კომპანიის ცნობით, საქართველოს რკინიგზა ახალი ტვირთებისა და ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების მოძიებაზე სისტემატიურად მუშაობს. 2019 წელს, კომპანიის ინიციატივით სხვადასხვა სარკინიგზო ადმინისტრაციასთან, საზღვაო გადამზიდავებსა და საპორტო ინფრასტრუქტურის მფლობელებთან ერთად შემუშავდა გადაზიდვების ერთიანი პირობები. კერძოდ, დაწესდა ერთიანი გამჭოლი და სეზონური ტარიფები, რის შედეგადაც 2021 წელს პირველ 6 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთნ შედარებით:

95%-ით არის გაზრდილი თურქმენული წარმოშობის ტვირთების გადაზიდვა - მათ შორის არის როგორც ნათობპროდუქტები, ასევე მშრალი ტვირთები (მინერალური სასუქები:, კარბამიდი, გოგირდი და სხვა). მიმდინარე წლის ბოლო თვეებში გაზრდილია საქართველოს გავლით უზბეკური მშრალი ტვირთების გადაზიდვაც.

70%-იანი მატება არის აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ტრანზიტში.

რეკორდულად მაღალია ჩინეთი-ევროპის მიმართულების საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა. მიმდინარე წლის 6 თვეში გადაიზიდა 4679 კონტეინერი (TEU), რაც წინა წლის მაჩვენებელს 266 %-ით აღემატება.

ჯამურად საქართველოს კორიდორით სარკინიგზო ტრანზიტმა საანგარიშო პერიოდში 3,5 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება. გარდა სატრანზიტო გადაზიდვებისა, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ადგილობრივი გადაზიდვები 21%-ით არის გაზრდილი. 2021 წლის 6 თვის სატვირთო გადაზიდვების სტატისტიკა ბუნებრივია აისახა კომპანიის შემოსავლებზე. მიღებული შემოსავალი 14%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა არის ბოლო წლების განმავლობაში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022