ბიზნესი
22/07/2021

"საქართველოს ფოსტის" შვილობილი "ჯორჯიან კარგოს" 51%-იანი წილი აუქციონზე ₾3 მლნ-ად იყიდება

„საქართველოს ფოსტა“ შვილობილ „ჯორჯიან კარგო“-ში 51%-იან წილს ასხვისებს.

საპრივატიზაციოდ გამოტანილი კომპანიის საწყისი ფასი 3.5 მლნ ლარია, ბიჯი 50 000 ლარს შეადგენს.

გამარჯვებულმა „ჯორჯიან კარგოს“ 51%- იანი წილის შესყიდვიდან 24 კალენდარული თვის განმავლობაში კომპანიის კაპიტალში არანაკლებ 8 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საინვესტიციო თანხის შპს „ჯორჯიან კარგოს“ კაპიტალში შეტანა არ გამოიწვევს მის საკუთრებაში არსებული 51%-იანი წილის ზრდას.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულ პირს დარჩენილი 49%-იანი წილის გამოსყიდვის უფლება აქვს 51%-იანი წილის შესყიდვის დღიდან 5 წლის განმავლობაში.

„საქართველოს ფოსტაში“ აცხადებენ, რომ მოქმედებენ მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკით, რომლის მიხედვითაც წამყვანი საერთაშორისო საფოსტო ოპერატორები ცალკეული ბიზნეს მიმართულებების მეტი კომერციალიზაციის მიზნით ახორციელებენ საკუთარი აქტივების ნაწილობრივ პრივატიზებას.

 

 

Businesspartner